• ბიზნეს სესხი

    ბიზნეს სესხით სარგებლობა შეუძლია 18 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც აქვს უკვე დაფუძნებული მცირე და საშუალო ბიზნესი.

  • სამომხმარებლო სესხი

    მოიცავს სესხებს თქვენი ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით - სარემონტო სამუშაოებისათვის, ნებისმიერი საოჯახო ნივთის ან ატომობილის შესაძენად.

  • აგრო სესხი

    სასესხო პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ თხილის მწარმოებელ ფერმერებს, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი თხილის ბაღები.

  • იპოთეკური სესხი

    სასესხო პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს 18 წლის ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქეს, რომლებსაც გააჩნიათ სესხის უზრუნველყოფისათვის საჭირო უძრავი ქონების გარანტია.

  • ავტო ლომბარდი

    დღეების მიხედვით, კლებადი ბალანსი (პროცენტი ერიცხება დარჩენილ ძირითად თნხას)

თხილის პროგრამა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სვის-კრედიტის” სამომავლო სტრატეგიას მომავალი 5 წლის მანძილზე წარმოადგენს აგროსესხების ბაზარზე საკუთარი წილის მნიშვნელოვანი ზრდა. აღნიშნულ მიმართულებაში მთავარი აქცენტი აღებულია საქართველოს თხილის მწარმოებელ რეგიონებში (სამეგრელო, კახეთი) სპეციალური პროექტის განხორციელებაზე.



პროექტი ხორციელდება საქართველოში 4.4. მლნ. მოსახლეობით და სოფლის მეურნეობით, რომელიც მოსახლეობის დასაქმების 50%-ის პირობებში უზრუნველყოფს მშპ-ის მხოლოდ 10 %-ს.

უახლოესი მონაცემებით საქართველოში 728247 კერძო მეურნეობა იყენებს მათ მიწას კვების პროდუქტების მოსაყვანად, რომელთა 99% დამოუკიდებელი ფერმერები არიან, რომლებსაც ზღვრული შემოსავლები გააჩნიათ. ისინი კონცენტრირებული არიან დაბალი ხარისხის ინფრასტრუქტურაზე, გააჩნიათ შეზღუდული ხელმისაწვდომობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე და საბანკო სესხებზე, საერთოდ ვერ იყენებენ მარკეტინგულ საშუალებებს.

შესაბამისად მოსავლიანობა დაბალია, უმუშევრობის დონე – მაღალი და შემოსავალი – არაადექვატური. კერძო მეურნეობების უმეტესი ნაწილი რჩება ეკონომიკური მდგრადობის დაბალ დონეზე, არა აქვთ ფინანსური დანაზოგის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც მისცემდათ აქტივების განახლების საშუალებას. ამდენად ეს ადამიანები რჩებიან საზოგადოების მატერიალურად და ფსიქოლოგიიურად დაუცველ ფენად.  

პროექტის მიზანია სწორედ ის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს მის მიერ წარმოებული თხილის ექსპორტის პოტენციალის ზრდაში და დაეხმაროს თხილის მწარმოებელ ფერმერებს თხილის პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების კვალობაზე  მათი შემოსავლების ზრდაში.

პროექტი – “ქართული თხილის უწყვეტი მიწოდების ჯაჭვი” დაიწყო 2012 წელს, მოიცავს ქართულ და უცხოურ ბიზნეს-კომპანიებს, ფერმერთა ასოციაციებს  და მჭიდრო კოოპერაციაშია შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძოდ, პროექტის მონაწილეები არიან:

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სვის-კრედიტი” – პროექტის ფარგლებში ახდენს თხილის მწარმოებელი ფერმერების მოსავლის წინასწარ დაფინანსებას შეთავათიანი სესხებით.
2. თხილის მწარმოებელი კომპანია “ანკა ფეა თრეიდი” – რომელმაც მოახდინა ახალი გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში, ახდენს ფერმერებიდან თხილის მოსავლის შეძენას, პროდუქციის გადამუშავებას, შენახვას და მომზადებას საექსპორტოდ.
3. შვეიცარულ კომპანია “ანკა ფუდი” –უზრუნველყოფს გადამუშავებული თხილის პროდუქციის მარკეტინგს და ახდენს მის ექსპორტირებას ევროპულ ბაზრებზე.
4. ფერმერთა ასოციაცია – ახდენს ფერმერთა გაერთიანებას, მოსავლის პროგნოზირებას, ფერმერთა ხელშეწყობას სხვადასხვა სამუშაო იარაღებითა და სასუქებით/პესტიციდებით, მათი დაფინანსების მოთხოვნის მიწოდებას “სვის-კრედიტისათვის”.  
5. “პაკკა” – თხილის პროდუქციის საბითუმო ვაჭრობის კომპანია (გერმანია) – უზრუნველყოფს თხილის პროდუქციის მარკეტინგს და ექსპორტს ევროპულ ბაზრებზე.
6. “ჰეკს-ეპერ”-ი  (შვეიცარია) – ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის სააგენტო.
7. “ელკანა” – ეკოლოგიური ფარმინგის ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა – პროექტის ფარგლებში ახდენს მონაწილე ფერმერთა ასოციაციების ტექნიკურ დახმარებას, უზრუნველყოფს ფერმერთა ტრეინინგებს, თხილის საერთაშორისო სერტიფიცირების სამუშაოებს.
8. “იმპაქტ ფაინანს ფანდ” (ლუქსემბურგი) – უზრუნველყოფს პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას.

პროექტის მოქმედების ციკლი იწყება ფერმერთა (ასოციაციის წევრთა) ფინანსური საჭიროებების შესწავლით, რომლის ანალიზის საფუძველზეც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სვის-კრედიტი” გასცემს ფერმერებზე აგროსესხს -“სპეციალური სესხი თხილის მწარმოებელი ფერმერებისათვის”. სესხი არის ერთწლიანი, რამდენიმე თვიანი საშეღავათო პერიოდით და დაბალი პროცენტით. Fფერმერები არ არიან დავალდებულებული გადაიხადონ სესხი გრაფიკის მიხედვით, არამედ იხდიან მას ერჯერადად მოსავლის მიღების შემდეგ. ასევე არ ერიცხებათ ვადაგადაცილების ჯარიმა და წინასწარ დაფარვის საკომისიო გადასახადები.
სესხის დაფარვა ხდება ფერმერის სურვილის მიხედვით მიღებული მოსავლის მეშვეობით, რომელსაც მათი ნებართვით ახორციელებს თხილის მწარმოებელ კომპანია “ანკა ფეა თრეიდი”.
ფერმერები იღებენ სხვადასხვა სერვისებს კომპანიიდან – თხილის ქარხნამდე უფასო მიტანა “ანკა ფეა თრეიდის” სატვირთო მანქანებით, გაშრობა-დარჩევა სიმბოლურ თანხად, უფასო დასაწყობება/შენახვა პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებისათვის ოპტიმალურ პირობებში, გაყიდვის გარანტია მათთვის მისაღებ პერიოდში და საჭირო რაოდენობით მთლიანად ან ნაწილობრივ უმაღლესი საბაზრო ფასით + პრემიალური ანაზრაურება. ამასთან, მათ  არ ჭირდებათ ზრუნვა თხილის გაყიდვაზე და სესხის გადაფარვაზე.

პროექტი ხელს უწყობს ქართული თხილის ხარისხის ამაღლებას, მოსავლიანობის გაუმჯობესებას, ექსპორტის ზრდას და ფერმერთა შემოსავლების ზრდასა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ამასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ფერმერთა ცოდნის დონის ამაღლების შესაძლებლობა, რასაც პროექტის ფარგლებში პერმანენტულად განხორციელებული ტრეინინგები უზრუნველყოფენ და ქართული თხილის სერტიფიცირების პროცესი, რომელიც მას ფართოდ უხსნის გზას მსოფლიო ბაზრებზე გასაყიდად.

 

თხილის პროგრამა

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სვის-კრედიტის” სამომავლო სტრატეგიას მომავალი 5 წლის მანძილზე წარმოადგენს აგროსესხების ბაზარზე საკუთარი წილის მნიშვნელოვანი ზრდა. აღნიშნულ მიმართულებაში მთავარი აქცენტი აღებულია საქართველოს თხილის მწარმოებელ რეგიონებში (სამეგრელო, კახეთი) სპეციალური პროექტის განხორციელებაზე.

>>> მეტი

დაგვიკავშირდით

ქუთაისი, პუშკინის ქ. 9, 4600
+995 431 25 90 90
+995 431 25 91 91
info@swiss-credit.ge

ვალუტა

USD2.5597
EUR3.0256
RUR0.0436
GBP3.4395

ჩვენი დამფუძნებელი

ალი რიზა კიზილდაგი (შვეიცარია)

“სვის-კრედიტის” დამფუძნებელი პარტნიორი და წილის 89 %-ის მფლობელი ასევე წარმოადგენს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს. ბ-ნი ალი რიზა კიზილდაგი წარმოადგენს ევროპელი ინვესტორების ფართო ჯგუფს და საქმიანობს საქართველოში 2009 წლიდან.