თქვენ იმყოფებით აქ / კომპანია / ჩვენი კლიენტები
ჩვენი კლიენტები ბეჭდვა ელ. ფოსტა

„სვის-კრედიტის“ მომხმარებლის სამიზნე ჯგუფია მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელები და ინდივიდუალები - მცირე საწარმოებისა და მომსახურეობის სფეროს წარმომადგენლები, მოვაჭრეები, ფერმერები, რომლებთაც გააჩნიათ ბიზნესის სათანადო გამოცდილება, სწორი ხედვა და საკუთარი ბიზნესის მომავალი განვითარების პროგნოზირებისა და მათი რეალურობის დასაბუთების უნარი.

კომპანიის კლიენტების პრიორიტეტული ჯგუფია ბიზნესმენი ქალები, რადგანაც ვაჭრობასა და მომსახურეობის სფეროში დასაქმებულთა დიდი ნაწილი ქალები არიან.

კომპანია ამაყობს იმით, რომ წარმოადგენს ერთ-ერთს იმ მცირე რაოდენობის საფინანსო კომპანიებიდან, რომლებიც აფინანსებენ დამწყებ ბიზნესმენებს და ხელს უწყობენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

გვინდა გაგაცნოთ რამოდენიმე კლიენტი, რომლებმაც თავიანთი საქმიანობის დაწყება და გაფართოება „სვის-კრედიტიდან“ მიღებული სესხებით შეძლეს:

1. ლაშა ლობჟანიძე - ავეჯის ხელოსანი, რომელმაც პირველი სესხი „სვის-კრედიტში“ 2011 წელს აიღო და სამუშაო იარაღები შეიძინა. კომპანიის სწორი ფინანსური დახმარებით დღეისათვის ის წარმატებული ინდივიდუალური მეწარმეა, გააჩნია საკუთარი სახელოსნო და მუდმივი კლიენტები.

2. ბარბარე ფუტურიძე - მცირე საოჯახო სასტუმროს მფლობელი, რომელსაც ქალაქის ცენტრში განლაგებულ სასტუმროში მხოლოდ 3 ნომერი ჰქონდა კეთილმოწყობილი და კლიენტების საკმარისი რაოდენობის მიუხედავად უჭირდა მათი განთავსება. დღეისათვის სასტუმროში უკვე 10 ნომერი ფუნქციონირებს და მომავალ წელს იგეგმება დამატებით 6 ნომრის კეთილმოწყობა, რომელშიც საკუთარ შემოსავლებთან ერთად ბარბარეს კვლავ  „სვის-კრედიტი“დაეხმარება.

3. გოჩა ღოღელიანი - მიკროავტობუსის მძღოლი, რომელიც კომპანიის კლიენტია 2011 წლიდან. გოჩამ „სვის-კრედიტის“ სესხის დახმარებით შეძლო ახალი მიკროავტობუსის შეძენა და საქმიანობის გაფართოება. ახლა მას საშუალება აქვს სამარშრუტო რეისებთან ერთად ტურისტული რეისებიც შეასრულოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

4. ნანა გაბრიჭიძე - მცირე სასურსათო მარკეტის მფლობელი, რომელიც „სვის-კრედიტში“ უკვე მესამე სესხით სარგებლობს. იგი თავდაპირველად მარკეტის თანამშრომელი იყო და „სვის-კრედიტის“ დახმარებით შეძლო საკუთარი ბიზნესის დაფუძნება.

5. ბადრი ოთხოზორია - საქონლის ფერმის მეპატრონე ზუდიდის რაიონში, რომელსაც დასაწყისიდან მხოლოდ რამდენიმე სული მსხვილფეხა პირუტყვი გააჩნდა საკუთარი ოჯახის საჭიროებებისათვის. ამჟამად ჩვენს მიერ დაკრედიტებულ ფერმაში ბადრის უკვე 10 სული  მსხვილფეხა  საქონელი ყავს და ხორცისა და რძის პროდუქტებს აწარმოებს, რომლითაც ადგილობრივ რესტორნებს ამარაგებს. უახლოეს მომავალში ფერმერი კვლავ გეგმავს საქონლის სულადობის გაზრდას.

დაგვიკავშირდით

ქუთაისი, პუშკინის ქ. 9, 4600
+995 431 25 90 90
+995 431 25 91 91
info@swiss-credit.ge

ვალუტა

USD2.5597
EUR3.0256
RUR0.0436
GBP3.4395

ჩვენი დამფუძნებელი

ალი რიზა კიზილდაგი (შვეიცარია)

“სვის-კრედიტის” დამფუძნებელი პარტნიორი და წილის 89 %-ის მფლობელი ასევე წარმოადგენს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს. ბ-ნი ალი რიზა კიზილდაგი წარმოადგენს ევროპელი ინვესტორების ფართო ჯგუფს და საქმიანობს საქართველოში 2009 წლიდან.