თქვენ იმყოფებით აქ / კომპანია / მისია და მიზნები
მისია და მიზნები ბეჭდვა ელ. ფოსტა

„სვის-კრედიტის“ მისიაა უზრუნველყოს ფინანსური მომსახურეობის ფართო სპექტრის შეთავაზება ინდივიდუალებისა და მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელთათვის, მეწარმეებისათვის, რომლებიც ხელს უწყობენ ეკონომიკურად აქტიურ, მაგრამ დაბალშემოსავლიანი ოჯახების წევრთა დასაქმებასა და მათი შემოსავლების ზრდას.

„სვის-კრედიტი“  წარმოადგენს  მდგრად,  პროფესიონალებით დაკომპლექტებულ და კლიენტებზე ორიენტირებულ ფინანსურ კომპანიას, რომელიც მაქსიმალურად იცავს ოპტიმალურ ბალანსს კომერციულ და სოციალურ ამოცანებს შორის.

კომპანია წარმოადგენს ქართული თხილის მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის პროექტის მნიშვნელოვან რგოლს და გააჩნია თხილის ფერმერების წინასწარი დაფინანსების უნიკალური პროდუქტი წლიდან წლამდე მოსარგებლე ფერმერების რაოდენობის პროგრესირებადი ზრდის მაჩვენებლით და   მიზანად ისახავს გახდეს  სასოფლო მიკროსესხების ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშე  საქართველოში.

ამ მისიისა და მიზნების ფარგლებში კომპანია საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზარს სთავაზობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ახალი სტანდარტს, რომლის მთავარი განსხვავება ტრადიციული მიკროსაფინანსო საქმიანობიდან არის  მომხმარებლისათვის ისეთი სასესხო პროდუქტების შეთავაზება, რომლებიც თავისთავად გულისხმობენ ბიზნესის განვითარებაში არა მარტო ფინანსურ ხელშეწყობას, არამედ დახმარებას წარმოებული პროდუქციის გასაღების ბაზრების შესწავლასა და ხელმისაწვდომობაში.

დაგვიკავშირდით

ქუთაისი, პუშკინის ქ. 9, 4600
+995 431 25 90 90
+995 431 25 91 91
info@swiss-credit.ge

ვალუტა

USD2.5597
EUR3.0256
RUR0.0436
GBP3.4395

ჩვენი დამფუძნებელი

ალი რიზა კიზილდაგი (შვეიცარია)

“სვის-კრედიტის” დამფუძნებელი პარტნიორი და წილის 89 %-ის მფლობელი ასევე წარმოადგენს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს. ბ-ნი ალი რიზა კიზილდაგი წარმოადგენს ევროპელი ინვესტორების ფართო ჯგუფს და საქმიანობს საქართველოში 2009 წლიდან.