კორპორაციული მმართველობა ბეჭდვა ელ. ფოსტა

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის- კრედიტის“  კორპორაციული მმართველობის პრაქტიკა ეფუძნება კორპორაციული მმართველობის შემდეგ ძირითად პრინციპებს:


•    სამეთვალყურეო საბჭო პასუხისმგებელია კომპანიის კორპორაციული მმართველობის სტრუქტურასა და კომპანიის საქმიანობის ძირითადი პრინციპების დაცვაზე.
•    კომპანიას გააჩნია 2 მეწილე , რომლებიც კომპანიის მმართველობაში სარგებლობენ თანაბარი უფლებებით.
•    იმ პირების ოჯახის წევრებს ან/და დაკავშირებული მხარეებს, რომლებსაც კომპანიაში აქვთ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არ გააჩნიათ უფლება ისარგებლონ ამ უკანასკნელთა რწმუნებულებით.
•    აქციონერთა საერთო კრების პროცედურების თანახმად ყველა აქციონერი სარგებლობს თანაბარი უფლებით. კომპანიის შიდა პროცედურები მაქსიმალურად ამარტივებს აქციონერთათვის ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მიღებას.

•    სააქციო კაპიტალის სტრუქტურაში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება გამჭვირვალედ და ყველა აქციონერის უფლების თანაბარი დაცვით.
•    კომპანია ითვალისწინებს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესს და შესაბამისად აქვს ჩამოყალიბებული  ქცევისა და ეთიკის პრინციპები, რაც არეგულირებს ასეთ დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის ყველა ასპექტს.
•    კომპანია უზრუნველყოფს მისი ყოველდღიური საქმიანობის ამსახველი ისეთი დოკუმენტების ზუსტ და დროულ გამოქვეყნებას, როგორიცაა წლის ფინანსური ანგარიშგება, მესაკუთრეთა ვინაობა და კორპორაციული მმართველობა.
•    კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო პასუხისმგებელია კომპანიის სტრატეგიულ მმართველობაზე, დირექტორატის ეფექტურ მონიტორინგსა და ამ უკანასკნელის ანგარიშვალდებულებაზე, როგორც კომპანიის, ასევე ყველა დაინტერესებული მხარის მიმართ.
•    სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა წარიმართება ყველა წევრის დამოუკიდებლობის, ავტონომიურობის, დამოკიდებულებისა და შეხედულებების თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობის პრინციპის დაცვით.
•    სამეთვალყურეო საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს სათანადო ფუნქციონირებას.
•    სამეთვალყურეო საბჭო პასუხიმგებელია მონიტორინგი გაუწიოს დირექტორატის მიერ კომპანიის მიზნების, სტრატეგიისა და გეგმების შესრულებას.
•    სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პასუხისმგებელი არიან ყველა კანონის და რეგულაციის დაცვაზე, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების მართვასა და კომპანიის დაფინანსების უზრუნველყოფაზე.



დაგვიკავშირდით

ქუთაისი, პუშკინის ქ. 9, 4600
+995 431 25 90 90
+995 431 25 91 91
info@swiss-credit.ge

ვალუტა

USD2.5597
EUR3.0256
RUR0.0436
GBP3.4395

ჩვენი დამფუძნებელი

ალი რიზა კიზილდაგი (შვეიცარია)

“სვის-კრედიტის” დამფუძნებელი პარტნიორი და წილის 89 %-ის მფლობელი ასევე წარმოადგენს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს. ბ-ნი ალი რიზა კიზილდაგი წარმოადგენს ევროპელი ინვესტორების ფართო ჯგუფს და საქმიანობს საქართველოში 2009 წლიდან.