სტრუქტურა, დამფუძნებელი პარტნიორები და მენეჯმენტი ბეჭდვა ელ. ფოსტა

კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურა ტრადიციულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ლეგალური სტატუსისა და მიზნების შესაბამისად და პასუხობს კომპანიის მართვის განხორციელების აუცილებელ მოთხოვნებს.

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) „სვის-კრედიტი“ დაფუძნებულია მთლიანად პირდაპირი უცხოური ინვესტიციით. კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორები არიან შვეიცარელი და იტალიელი ბიზნესმენები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში ინვესტორების დიდ ჯგუფს.

კომპანიის დამფუძნებლებს ასევე გააჩნიათ წარმატებული ბიზნეს გამოცდილება საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში (თხილის პროდუქციის წარმოება და ექსპორტი).

კომპანიის მმართველობის უმაღლესი ორგანოა დამფუძნებელ პარტნიორთა კრება, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს კომპანიის განვითარების სტრატეგიული საკითხების შესახებ.

სტრატეგიული საკითხების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების უფლება დელეგირებულია სამეთვალყურეო საბჭოსთან, რომლის შემადგენლობაში შედის 3 კერძო პირი:

1. ალი რიზა კიზილდაგი - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თხილის გაყიდვების პროფესიონალი;

2. დავით აბულაძე -   სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მაღალპროფესიონალი მენეჯერი;

3. ნიკოლოზ ჩიხლაძე - ქუთაისის უნუვერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ეკონომიკასა და ფინანსებში.

 

კომპანიის მენეჯმენტს ახორციელებს, დარეჯან სილაგაძე როგორც აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც დაკავებულია კომპანიის მიმდინარე საკითხების მენეჯმენტით და სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დანიშნულია დამფუძნებელ პარტნიორთა კრების მიერ და ახორციელებს კომპანიის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და  მიმდინარე საქმიანობის მეთვალყურეობას.

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) „სვის-კრედიტის“ მმართველი გუნდი და სამეთვაყურეო საბჭოს წევრები არიან საბანკო/მიკროსაფინანსო სფეროს და კომპანიის მართვის გამოცდილი პროფესიონალები. ამ მოქმედ ჯგუფთან ერთად ჩვენ გაგვაჩნია პროფესიონალი გარე ექსპერტების სერიოზული მხარდაჭერა, რომლებიც კომპანიის ზრდისა და განვითარების კვალობაზე გახდებიან კომპანიის მმართველი გუნდის წევრები.

მიმდინარე პერიოდში კომპანიის მმართველი გუნდი მუშაობს ინტენსიურად კომპანიის სამომავლო განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც დამყარებულია როგორც საწესდებო კაპიტალის, ასევე მოზიდული სახსრების ზრდაზე, რაც კომპანიას შეუქმნის ფონდების ზრდისა და შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

მიმდინარე მომენტში კომპანიის პერსონალი შედგება 11 თანამშრომლიდან.

დაგვიკავშირდით

ქუთაისი, პუშკინის ქ. 9, 4600
+995 431 25 90 90
+995 431 25 91 91
info@swiss-credit.ge

ვალუტა

USD2.5597
EUR3.0256
RUR0.0436
GBP3.4395

ჩვენი დამფუძნებელი

ალი რიზა კიზილდაგი (შვეიცარია)

“სვის-კრედიტის” დამფუძნებელი პარტნიორი და წილის 89 %-ის მფლობელი ასევე წარმოადგენს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს. ბ-ნი ალი რიზა კიზილდაგი წარმოადგენს ევროპელი ინვესტორების ფართო ჯგუფს და საქმიანობს საქართველოში 2009 წლიდან.